გაკვეთილის გეგმები

                   გაკვეთილის  გეგმის   ფორმა
მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი:  თათია  მამულაშვილი,    24001039075
საგანი:   მე და საზოგადოება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური.IVკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 7მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის თემა: სად და როგორ ვიღებ განათლებას?
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ  შეძლოს საუბარი ისტორიულ ძეგლებზე,თუ რა ინფორმაცის გვაწვდის ისინი გარემოსა და ჩვენი მხრის შესახებ.
#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები 
სასწავლო რესურსი
დრო(წთ)
1
მასწავლებელი მოსწავლეებს დაინტერესების მიზნით სთავაზობს აზრობრივ რუკას: მასწავლებელი წრეში წერს სიტყვას,,ისტორიული ძეგლი“ და ეუბნება მოსწავლეებს იცით თუ არა რას ნიშნავს ეს სიტყვა? რა გსმენიათ ისტორიულ ძეგლებზე? მოსწავლეები იხსენებენ სიტყვასთან დაკვშირებით ინფორმაციას,ერთ-ერთი მოსწავლე მოდის დაფასთან და ავსებს აზრობრივ რუკას.
კოგნიტური მაორგანიზებელი:
აზრობრივი რუკა.
ინდივიდუალური
დაფა,
ცარცი,

7(წთ)

2
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით უჩვენებს სხვადასხვა ისტორიული ძეგლების ფოტოებს და ეკითხება: ამ ძეგლებიდან თუ იცნობენ რომელიმეს? რა გსმენიათ მათ შესახებ? გაიხსენეთ თქვენს მხარეში თუა რომელიმე ისტორიული ძეგლი? ისაუბრეთ ამ ძეგლის შესახებ რა გსმენიათ?
 ამის შემდეგ მასწავლებელი  უხნის მოსწავლეებს თუ რა არის ისტორიული ძეგლი,რა დანიშნულება აქვს ისტორიულ ძეგლებს,რა ინფორმაციის გაგება შეგვიძლია და ა.შ
მინი-ლექცია,
კითხვა -პასუხის რეჯიმი.
მთლიანი კლასი
კომპიუტერი,
პროექტორი,
წიგნი.
15(წთ)
3
მასწავლებელი კლასს ჰყოფს 2 ჰეტეროგენურ ჯგუფად. თითოეულ მოსწავლეს ვაძლევ განსხვავებული  ფერის სტიკერს (წითელი, მწვანე, ლურჯი) ვეუბნები , რომ მოსწავლეები , რომელთაც შეხვდება წითელი ფერის სტიკერი ერთ ჯგუფში იქნებიან, ლურჯიანები ერთ ჯგუფში მწვანეები კი ერთ ჯგუფში .
პროექტორით უჩვენებს  3 ისტორიული ძეგლის ფოტოს და ეუბნება: იმსჯელეთ ჯგუფებში,ამ სამი ძეგლიდან  რომლის მონახულებას ისურვებდით და რატომ? რამ მიიქცია თქვენი ყურადღება? ჯგუფის წევრები მსჯელობენ,გააკეთენებ არჩევანს და  ჯგუფიდან პრეზენტატორი სიტყვიერად ისაუბრებს ამის შესახებ.
მსჯელობა მცირე ჯგუფებში საკითხის ირგვლივ.
ჯგუფური
კომპიუტერი,
პროექტორი,
ფოტოები,ფოტო-მასალა.
8(წთ)
4
ისტ-ის გამოყენებით მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს,მოიძიონ ბუკებში ინფორმაცია მათ მხარეში არსებულ ისტორიულ ძეგლზე და დაამზადონ ბუკლეტი წყვილებში.მასწავლებელს წინასწარ გამზადებული აქვს ფოტოები,რათა მოსწავლეებმა გამოიყენონ ბუკლეტისთვის საჭიროების შემთხვევაში.
ისტ-ის გამოყენება.
წყვილები
კომპიუტერი,
თაბახის ფურცლები
მარკერები,ფოტოები.
15(წთ)

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები გაიგებენ, რა დანიშნულება აქვთ ისტორიულ ძეგლებს, აღწერენ და შეადარებენ საკუთარ რეგიონში არსებულ ისტორიულ ძეგლებს სხვა, მათთვის ცნობილ ძეგლებს.მოიძიებენ მათთვის უცნობ ინფორმაციას საკუთარ მხარეში არსებულ ძეგლებზე და შექმნიან საინფორმაციო ბუკლეტებს.

შეფასება:  განმავითარებებელი.
                                                     შეფასების            რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
  კარგი
ძალიან კარგი
შედარებისა და აღწერის უნარების განვითარება ისტორიული ძეგლების აღწერის მაგალითზე.
მოსწავლეს არ შეუძლია საუბარი ისტორიულ ძეგლებზე,ვერ ახერხებს შედარებას სხვა იტორიულ ძეგლებთან.
მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად საუბარი სხვადასხვა ისტორიულ ძეგლებზე.
მოსწავლე საუბრობს,აღწერს ისტორიულძეგლებს,სხვა ისტორიულ ძეგლებთან შედარებისას უშვებს მცირე უზუსტობებს.

მოსწავლე დამოუკიდებლად საუბრობს ისტორიულ ძეგლებზე,ახდენს შედარებას სხვა ისტორიულ ძეგლებთან.
კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობა.
მოსწავლეს არ შეუძლია ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება  და შენახვა კომპიუტერში.
მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება  და საჭიროებს დახმარებას.
მოსწავლე მოიძიებს  ინტერნეტში ინფორმაციას და შეუძლია მოძიებული ინფორმაციის შენახვა,შენახვის დორს უშებს მცირე უზუსტობებს.
მოსწავლე დამოუკიდებლად მოიძიბეს ინტერნეტში ინფორმაციას,ინახავს კომპიუტერში და იყენებს საჭიროებისამებრ.
კვლევა-ძიების,ინფორმაციის
დახარისხების და შემოქმედებითი(ბუკლეტების დამზადება)  უნარების განვითარება.
მოსწავლეს არ შეუძლია ინფორმაციის დახარიხსება  და ბუკლეტების  შექმნა.
მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.
მოსწავლე ქმნის საინფორმაციო ბუკლეტებს,თუმცა ინფორმაციის დახარისხებისას უშვებს შეცდომებს.
მოსწავლე დამოუკიდებლად ახარისხებს ინფორმაციას და ქმნის საინფორმაციო ბუკლეტებს.

ხელმოწერა: თათია მამულაშვილი
თარიღი: 17.10.2018


No comments:

Post a Comment